სიახლე

“ამ მსოფლიო გადანაწილებისას ეს ჩვენზე უნდა გასულიყო – პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა” – ირაკლი ზარქუა

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ამ მსოფლიო გადანაწილებისას ეს ჩვენზე უნდა გასულიყო – პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა” – ირაკლი ზარქუა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა კონკრეტულ ძალებს ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ, მიზანი კი რუსეთის დაღლა-დასუსტება იყო: “ბუნებრივია, ისინი ასე უყურებენ უკრაინას, ზვარაკად უნდა შეეწიროს… ზვარაკად უნდა შესწიროდა საქართველოც – ასე გვიყურებდნენ ჩვენც, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, რომ ჩვენ უნდა დაგვეღალა ომში რუსეთი, ჩვენ და უკრაინასაც. ამ მსოფლიო […] “ამ მსოფლიო გადანაწილებისას ეს ჩვენზე უნდა გასულიყო – პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა” – ირაკლი ზარქუა პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ამ მსოფლიო გადანაწილებისას ეს ჩვენზე უნდა გასულიყო – პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა” – ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა კონკრეტულ ძალებს ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ, მიზანი კი რუსეთის დაღლა-დასუსტება იყო:

“ბუნებრივია, ისინი ასე უყურებენ უკრაინას, ზვარაკად უნდა შეეწიროს… ზვარაკად უნდა შესწიროდა საქართველოც – ასე გვიყურებდნენ ჩვენც, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, რომ ჩვენ უნდა დაგვეღალა ომში რუსეთი, ჩვენ და უკრაინასაც. ამ მსოფლიო გადანაწილებისას ეს ჩვენზე უნდა გასულიყო – პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა. ასე უყურებდნენ.

ამიტომაც, კიდევ ერთხელ, მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს იმ ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. რომ არა მათი მხარდაჭერა, იმდენი ხალხი იყო ჩართული, იმხელა ორგანიზაციები და დაფინანსებები იყო ჩართული ამ უსამშობლოებში, რომ გაგვიჭირდებოდა.

ჩვენ გვენდო ჩვენი ხალხი, გვენდო ერი და ბერი და ამიტომაც დაიდო ის შედეგი, რაც არის.

რეფერენდუმი დაარქვეს 2024 წლის არჩევნებს, გახსოვთ და დამარცხდნენ, ქართველ ხალხთან დამარცხდნენ ეს უსამშობლოები იმიტომ, რომ მართლები ვართ.

არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების დასაცავად. არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად, აქ პოლიგონი მოგვიწყონ უცხო ძალებმა და უცხო გავლენის აგენტებმა“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ინფორმაციისთვის: გერმანიის მმართველიო პარტიის ფრაქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება გავრცელდა სადაც იგი მიანიშნებს, რომ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებისთვისაცაა მნიშვნელოვანი.

“ამ მსოფლიო გადანაწილებისას ეს ჩვენზე უნდა გასულიყო – პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა” – ირაკლი ზარქუა
პარალელი


მსგავსი