ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფეჰლევის შეხვდა — Cnoba
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფეჰლევის შეხვდა. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „პარიზში გადასახლებულ ირანის მემკვიდრე პრინცს, რეზა ფეჰლევის შევხვდი. დეტალურად განვიხილეთ ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება, ისევე როგორც ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია. მემკვიდრე პრინცმა და მისმა გუნდმა სიგნალების შესახებ შემატყობინეს, რომლებსაც ქვეყნის შიგნიდან იღებენ. რეჟიმის იერარქიამ ნამდვილად უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ირანულმა რეჟიმმა აქედან ვერაფერი ვერ მოიპოვოს და ირანელ ხალხს საკუთარი სიცოცხლის უფრო დიდი დაცვა და საკუთარი ბედის განსაზღვრისთვის მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ”- ამბობს ზელენსკი. The post ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფეჰლევის შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.