ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა – მედია — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 18:29

ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები. ისრაელის დარტყმებს ლიბანში სულ 773 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 103 ბავშვია. რაც შეეხება ისრაელისა და აშშ-ს დანაკარგებს, კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში დაღუპულია 15 პირი, მათ შორის ორი სამხედრო, ამერიკულ მხარეს კი ცამეტი ამერიკელი სამხედრო. აქედან ექვსის შესახებ ინფორმაცია დღეს დადასტურდა. ისინი დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. The post ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური