საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44 400 შეადგინა – „საქსტატი“ — Cnoba

Knews სიახლე 02 Mar 2026, 12:44

knews.ge საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44 400 შეადგინა – „საქსტატი“ 2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ The post საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44 400 შეადგინა – „საქსტატი“ appeared first on knews.ge.

knews.ge
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44 400 შეადგინა – „საქსტატი“

2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, – ინფორმაციას „საქსტატის“ აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8 პროცენტი ქალია, ხოლო 41.2 პროცენტი – კაცი.

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორ- მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია.

2025 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1 პროცენტით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.

წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16.0 პროცენტით შემცირდა და 368 პირი შეადგინა“, – წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

The post საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44 400 შეადგინა – „საქსტატი“ appeared first on knews.ge.


რელევანტური