ნიკა გვარამია: არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლეგალურად დაიწყო და რაიმე წარმატება ჰქონოდა — Cnoba

News.ge სიახლე 13 Mar 2026, 18:25

“არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლეგალურად დაიწყო და რაიმე წარმატება ჰქონოდა” – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი უკოტრდება და ბოლოს, უსარგებლო და ძვირად შესანახი თეთრი სპილოსავით, სახელმწიფოს გადასცემს – “თან იძახის, ვაჩუქეო. არადა, ხარჯის მეტი არაფერი მოუტანია არცერთ ეგეთ “საჩუქარს”. არ არსებობს ბიზნესი, რომელიც […]

“არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლეგალურად დაიწყო და რაიმე წარმატება ჰქონოდა” – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი უკოტრდება და ბოლოს, უსარგებლო და ძვირად შესანახი თეთრი სპილოსავით, სახელმწიფოს გადასცემს – “თან იძახის, ვაჩუქეო. არადა, ხარჯის მეტი არაფერი მოუტანია არცერთ ეგეთ “საჩუქარს”.

არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ამ კაცმა ლეგალურად დაიწყო და რაიმე წარმატება ჰქონოდა. ყველაფერი უკოტრდება და ბოლოს, უსარგებლო და ძვირად შესანახი თეთრი სპილოსავით, სახელმწიფოს გადაუგდებს. თან იძახის, ვაჩუქეო. არადა, ხარჯის მეტი არაფერი მოუტანია არც ერთ ეგეთ “საჩუქარს” (მაგალითად, საკონცერტო დარბაზს შეკვეთილში, რომელიც მილიონები უჯდება სახელმწიფოს და მაინც ბიძინას პირადი სივრცეა, უბრალოდ ამაში ფულს უკვე არა თვითონ, არამედ ჩვენ ვიხდით).

და ეს მიუხედავად იმისა, რომ:  

  • არც გადასახადებს იხდის;
  • გზა, წყალი, დენი სახელმწიფოს ხარჯზე გაჰყავს;
  • კონკურენტებს ძალოვნების მეშვეობით იშორებს;
  • სახელმწიფო შესყიდვებში მუდმივად იმარჯვებს.

და ვინ მოთვლის კიდევ…

და მაინც სულ კოტრდება.

უნიჭოა და ბიზნესი კი არა, “ფულის კეთება” იცის ფარული გარიგებებით, კორუფციით, ფულის გათეთრებით, აკრძალული ბიზნესებით, ტრანსნაციონალური დანაშაულებით (მაგალითად, ქოლცენტრებით, იარაღით ვაჭრობით ანგოლაში, კონკურენტების მკვლელობებით რუსეთში, კრიმინალური ავტორიტეტების მოლარეობით იმავე რუსეთში…) და ა.შ.

თუ არა და თქვენ მითხარით, რა წარმატებული ბიზნესი იცით ამის გაკეთებული? რუსეთში როგორ გააკეთა ფული, კი გასაგებია, მაგრამ ბიზნესი რა იცით, ეგ მაინტერესებს, რა შეუქმნია ცხოვრებაში კრიმინალური ბანდების და სისხლიანი და ნაქურდალი კაპიტალის გარდა?” – წერს ნიკა გვარამია. 


რელევანტური