კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილზე:
,,არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ამ კაცმა ლეგალურად დაიწყო და რაიმე წარმატება ქონოდა. ყველაფერი უკოტრდება და ბოლოს, უსარგებლო და ძვირად შესანახი თეთრი სპილოსავით, სახელმწიფოს გადაუგდებს. თან იძახის, ვაჩუქეო. არადა, ხარჯის მეტი არაფერი მოუტანია არც ერთ ეგეთ “საჩუქარს” (მაგალითად, საკონცერტო დარბაზს შეკვეთილში, რომელიც მილიონები უჯდება სახელმწიფოს და მაინც ბიძინას პირადი სივრცეა, უბრალოდ ამაში ფულს უკვე არა თვითონ, არამედ ჩვენ ვიხდით).
და ეს მიუხედავად იმისა, რომ:
არც გადასახადებს იხდის
გზა, წყალი, დენი სახელმწიფოს ხარჯზე გაყავს
კონკურენტებს ძალოვნების მეშვეობით იშორებს
სახელმწუფო შესყიდვებში მუდმივად იმარჯვებს
და ვინ მოთვლის კიდევ…
და მაინც სულ კოტრდება.
უნიჭოა და ბიზნესი კი არა, “ფულის კეთება” იცის ფარული გარიგებებით, კორუფციით, ფულის გათეთრებით, აკრძალული ბიზნესებით, ტრანსნაციონალური დანაშაულებით (მაგალითად, ქოლცენტრებით, იარაღით ვაჭრობით ანგოლაში, კონკურენტების მკვლელობებით რუსეთში, კრიმინალური ავტორიტეტების მოლარეობით იმავე რუსეთში…) და ა.შ.
თუ არა და თქვენ მითხარით, რა წარმატებული ბიზნესი იცით ამის გაკეთებული? რუსეთში როგორ გააკეთა ფული, კი გასაგებია, მაგრამ ბიზნესი რა იცით, ეგ მაინტერესებს, რა შეუქმნია ცხოვრებაში კრიმინალური ბანდების და სისხლიანი და ნაქურდალი კაპიტალის გარდა?”

The post ,, უნიჭოა და ბიზნესი კი არა, “ფულის კეთება” იცის ფარული გარიგებებით” – ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილზე appeared first on .