პაატა ზაქარეიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე – ყველას ვურჩევ, წაიკითხოს რეკომენდაციები, გამაოგნებელი სიმკაცრისაა – „ქართული ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს — Cnoba

News.ge სიახლე 13 Mar 2026, 18:20

დოკუმენტი ძალიან დიდია, რეკომენდაციები რამდენიმე ტიპისაა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს მხოლოდ რეკომენდაციები. ისინი არის გამაოგნებელი სიმკაცრის. თუ „ქართული ოცნება” არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, სხვა სახელმწიფოებს თავისი სასამართლოთი შეუძლიათ ედავონ საქართველოს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. ზაქარეიშვილის თქმით, ანგარიშში მოცემულია მკაფიო ინსტრუმენტები იმ შემთხვევისთვის, თუ „ქართული ოცნება” […]

დოკუმენტი ძალიან დიდია, რეკომენდაციები რამდენიმე ტიპისაა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს მხოლოდ რეკომენდაციები. ისინი არის გამაოგნებელი სიმკაცრის. თუ „ქართული ოცნება” არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, სხვა სახელმწიფოებს თავისი სასამართლოთი შეუძლიათ ედავონ საქართველოს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, ანგარიშში მოცემულია მკაფიო ინსტრუმენტები იმ შემთხვევისთვის, თუ „ქართული ოცნება” რეკომენდაციებს არ შეასრულებს.

„მართლაც მნიშვნელოვანი და პრინციპული ანგარიშია, თუმცა არანაკლებ პრინციპული ყოფილა სხვებიც, მაგრამ ეს ნამდვილად გვირგვინია ყველაფრის, მისი რეკომენდაციების ნაწილში. შეფასებები არის მკაცრი, მაგრამ ეს შეფასებები გაუკეთებია სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის, ევროკავშირს. აქ არის ძალიან მკაფიო ინსტრუმენტები, როგორ მოხდება რეაგირება, თუ „ქართული ოცნება” ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს.

დოკუმენტი ძალიან დიდია, რეკომენდაციები რამდენიმე ტიპისაა და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს მხოლოდ რეკომენდაციები. ისინი არის გამაოგნებელი სიმკაცრის. თუ „ქართული ოცნება” არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, სხვა სახელმწიფოებს თავისი სასამართლოთი შეუძლიათ ედავონ საქართველოს.

იმ 24 ქვეყნის რეაქცია არის მშვენიერი, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას, რომ ისინი აპირებენ ამ დოკუმენტის ხელში აღებას და როგორც ინსტრუქციის, ისე გამოყენებას.

ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ „ქართული ოცნების” წინააღმდეგაა. სანქციების ნაწილშიც კი გამოკვეთილია, რომ ის უნდა დაენიშნოს იმ პიროვნებებს, რომლებიც დანაშაულების ჩამდენები არიან ანუ საყოველთაო სანქციებზეც კი არ არის ლაპარაკი.

მე ყველაზე მეტად უფრო მენიშნა და ძალიან კარგად დაემთხვა ის, რომ გუშინწინ ლიეტუვამ ჰააგაში შეიტანა სარჩელი ბელორუსის წინააღმდეგ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე მოსაზრებით, „მოსკოვის მექანიზმის“ გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აისახება, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ეხება. როგორც ზაქარეიშვილმა განმარტა, ეს იქნება ერთგვარი მოსინჯვა იმის, რამდენად წამოვა ევროპა „ქართულ ოცნებასთან” დიალოგზე.

„ქართული ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს. „ეუთოსა და ევროკავშირის გამო კი არა, ჩვენ სასამართლო ვართ, დამოუკიდებელი ვართ, სუვერენიტეტი გვაქვს, ორ ფეხზე ვდგავართ” პრინციპით, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ოპოზიციურ პარტიებს არ აკრძალავს, თანაც ამას წინათ ირაკლი კობახიძემ დაასველა სიტყვა და თქვა, შეიძლება, სარჩელი შევცვალოთო. კი, გამკაცრება იგულისხმა, მაგრამ მე სხვანაირად მენიშნა ეს.

თუ აღმოჩნდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის პარტიების გაუქმებაზე და არ დაეთანხმება მოსარჩელეს, მე მგონია, რომ ეს იქნება გავლენა ამ „მოსკოვის მექანიზმის”. ამით დაიწყება მოსინჯვა, რამდენად წამოვლენ დიალოგზე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


რელევანტური