,, ძალიან დიდი თანხა შევთავაზე პროკურატურას…” – რომეო მიქაუტაძე — Cnoba

Alia სიახლე 13 Mar 2026, 14:41

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა: ,,მიზანმიმართული „გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ… …უკიდეგანო ტყუილია, რომ [ესპანეთში სავაჭრო ცენტრი ვიყიდეთ], სისულელეა. რომ ვერაფერი ნახეს, ვერც მისამართი და ვერც ვერაფერი, მერე მკითხეს, მაკლერს თუ იცნობ ან თუ […] The post ,, ძალიან დიდი თანხა შევთავაზე პროკურატურას…” – რომეო მიქაუტაძე appeared first on .

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა:

,,მიზანმიმართული „გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ…

…უკიდეგანო ტყუილია, რომ [ესპანეთში სავაჭრო ცენტრი ვიყიდეთ], სისულელეა. რომ ვერაფერი ნახეს, ვერც მისამართი და ვერც ვერაფერი, მერე მკითხეს, მაკლერს თუ იცნობ ან თუ შეხვედრილხარ ესპანეთშიო, არასდროს ეგეთ ადამიანებს არ შევხვედრილვარ. იმედია დაიჯერეს.

გამოძიებამ ჩამომართვა, ამოიღო ჩემი ტელეფონი, მერე მკითხეს კოდი, რაც, რა თქმა უნდა, ვუთხარი. მაგრამ გამოძიების მასალებში მხვდება პატაკი, სადაც პირმა, რომელმაც ჩემზე ინფორმაციები მიაწოდა, თურმე ასევე მიაწოდა ჩემი ტელეფონის კოდი და აქედან გაიგეს, არადა მე ვუთხარი. ეს რა საჭირო იყო? მიზანი, ალბათ, იყო, რომ კარგი ფონი მომზადებულიყო, რომ ეთქვათ ტყუილები: თითქოს არაფერს ვამბობ, მათ კითხვებს არ ვუპასუხე, არ ვიქცევი ისე, როგორც უნდა მოიქცეს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე.

ჟარგონულად ვიტყვი, მე არავის გავყოლივარ საქმეზე, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცოდი, რომ ვემსახურებოდი სახელმწიფო ინტერესებს. მიზანმიმართული „გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ, რაც დადასტურებულია სუს-ის თანამშრომლის ჩვენებით…

ბევრი სასარგებლო გავაკეთე. არაფერი მომიპარავს, არაფერი გამიფლანგავს, არაფერი მიმითვისებია. მიუხედავად ჩემი მზაობის არაფერი კითხვები არ მაქვსო. 2 წლის საქმიანობაზე მოვუყევი, რამდენი მილიონი შევიდა ბიუჯეტში…

კიდევ ერთხელ მოგმართავთ. გაითვალისწინეთ ვისაც ხელეწიფება. მართალი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს… არც შეცდომის აღიარება მიჭირს და ვთქვი კიდეც დეკლარაციაში გადაცდომები… თუმცა კარგი პრაქტიკებიც მრავლად იყო… ძალიან დიდი თანხა შევთავაზე პროკურატურას…”

 

The post ,, ძალიან დიდი თანხა შევთავაზე პროკურატურას…” – რომეო მიქაუტაძე appeared first on .


რელევანტური