ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს აფრთხილებს — Cnoba
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს აფრთხილებს. „შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველის: რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია: თქვენი ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული ერთიან ბაზაში და ჰქონდეს იდენტიფიკაციის საშუალება (ჩიპი). ეს ზრდის შანსს, რომ დაკარგვის შემთხვევაში თქვენი შინაური ცხოველი დაიბრუნოთ. ვაქცინაცია: ყოველწლიური ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა! ამით იცავთ როგორც ცხოველის, ისე თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას. საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილებისას აუცილებელია საბელი ან ალიკაპი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. მოწესრიგებული და მზრუნველი მეპატრონე უსაფრთხოების გარანტია!“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში. The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.