დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები – ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება.
ხალხი ამბობს, რომ სოფელში ისევ მიწა იძვრის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკვე დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, იმ სახლებს კი რომლებიც ნგრევას გადაურჩნენ, კედლებზე ბზარები გაუჩნდა. ამას ემატება გავრცელებული ცნობებიც იმის შესახებ, რომ კლდიდან ისევ არსებობს მეწყერის განმეორებითი დაძვრის საშიშროება.
მეზობელმა დაგვირეკა, მეწყერია და გამოდით სახლებიდანო. პატარა შვილი მყავს, რაც გვეცვა ისე ვართ გამოსულები. გუშინ 5 სახლი იყო დანგრეული, დღეს გაცილებით მეტია. ჩემი სახლიც ინგრევა. ჯამში 150-მდე ადამიანია ევაკუირებული და ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან კლდის ნაწილი როგორც ამბობენ, სხვა ადგილიდანაც არის დაძრული.
სოფელ კურსებში მსგავსი რამ არ ახსენდებათ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ელოდება.
ზიანის ანაზრაურებაზე არ ყოფილა საუბარი. ეს საკითი სავარაუდოდ, მას შემდეგ დაისმება, რაც გეოლოგების მიერ საბოლოო დასკვნის დადება მოხდება. სიტუაცია არის იმდენად მძიმე, რომ იქ ადამიანები ვეღარ დასახლდებიან ვერასდროს”, – ამბობს ადგილობრივი.
მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში გუშინ გამთენიისას განვითარდა.
The post სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება appeared first on ODISHINEWS.