საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახური ავრცელებს. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 1968 წელს დაბადებული ემზარ ბაღაშვილი 10 მარტს დააკავეს, ხოლო 12 მარტს საქმე ჯაშუშობის ბრალდებით აღუძრეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ბაღაშვილს “სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში” ადანაშაულებს.
The post ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს appeared first on ODISHINEWS.