ერაყში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 10:13

დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის გარდაცვალება დადასტურებულია“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ინციდენტის გარემოებები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. „თვითმფრინავის დაკარგვა არც მტრის და არც მეგობრული ცეცხლის შედეგი არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ – „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. The post ერაყში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური