,,მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო!“ – დიტო სამხარაძე — Cnoba

Alia სიახლე 13 Mar 2026, 09:47

,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე: ,,მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება!! როდესაც ერს, დაკანონებული აქვს ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა, სქესის გადაკეთება და არჩეული აქვს სიმართლე დაკარგული და უსამშობლო გადამთიელის მონობა, იქ არც რწმენაა და მითუმეტეს არც […] The post ,,მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო!“ – დიტო სამხარაძე appeared first on .

,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე:

,,მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება!!

როდესაც ერს, დაკანონებული აქვს ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა, სქესის გადაკეთება და არჩეული აქვს სიმართლე დაკარგული და უსამშობლო გადამთიელის მონობა, იქ არც რწმენაა და მითუმეტეს არც უფალი!!
სიმართლეს რომ იცავს თქვენს ქვეყანაში, ის კანონიც გააუქმეთო. ჭეშმარიტებას რომ დაკარგავს ერი, მერე ის იარსებებს?

დღეს, კიდევ ერთხელ, ღიად, დაუფარავად დაადასტურეს, რომ საქართველოს და ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ! ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით, ვერ მოახერხეს სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება, აქაური მყრალი მანქურთების ხელისუფლებაში მობრუნება!

რა არის ჩემი სიცოცხლე, თუ რწმენას, ღირსებას, შვილების მომავალს დავკარგავ? ფუჭ არსებად ვიქცევი, აი ისეთად, პარლამენტის წინ რომ ყრია, მონა გადამთიელის უსამშობლო მანქურთად!

ამიტომ, სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, რწმენას, მშვიდობას და მომავალ თაობას!

საქართველოს ვერ დააჩოქებთ”

The post ,,მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო!“ – დიტო სამხარაძე appeared first on .


რელევანტური