„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, განცხადებას ავრცელებს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 08:55

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, განცხადებას ავრცელებს. „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ,,კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. The post „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური