20 წლის ლიკა ტალახაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა „ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს კატასტროფის ბრიგადამ მარტვილის კლინიკიდან კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანა, როგორც მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში, მძიმე მდგომარეობაში.
მათივე ცნობით, პაციენტს ორი კვირის წინ სენაკში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
„კლინიკა „ბომონდში“ პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ — ნათქვამია განცხადებაში. კლინიკის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
კლინიკა „ბომონდი“ გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
The post 20 წლის ლიკა ტალახაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა „ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.