20 წლის ლიკა ტალახაძე, რომელმაც ორი კვირის წინ სენაკში, კლინიკა „სენამედში“ იმშობიარა, გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად დამძიმდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკა „ბომონდში“ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„სენაკში, სენამედში იმშობიარა და მდგომარეობა დამძიმდა. რა მოხდა, ვითხოვთ გამოძიებას ორივე კლინიკისგან,“ – ამბობს „გურია ნიუსთან“ ოჯახის ახლობელი. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი.
ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ორივე კლინიკის წარმომადგენლებს და პასუხის მიღების შემთხვევაში, მათ პოზიციას დამატებით შემოგთავაზებთ.
The post „სენაკში, სენამედში იმშობიარა და მდგომარეობა დამძიმდა“ — 20 წლის გოგო დაიღუპა appeared first on გურია ნიუსი.