რას ითხოვენ პატიმარ თამაზ შარაძის მშობლები _ აქცია ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებასთან — Cnoba

GuriaNews სიახლე 13 Mar 2026, 07:19

გუშინ, ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ 33 წლის თამაზ შარაძეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 5 წელი მიუსაჯა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2025 წლის 3 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. გუშინ, გვიან ღამით პატიმრის თამაზ შარაძის ოჯახის […] The post რას ითხოვენ პატიმარ თამაზ შარაძის მშობლები _ აქცია ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებასთან appeared first on გურია ნიუსი.

გუშინ, ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ 33 წლის თამაზ შარაძეს  დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 5 წელი მიუსაჯა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 2025 წლის 3 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს.

გუშინ, გვიან ღამით პატიმრის თამაზ შარაძის ოჯახის წევრები დაბა ლაითურის პენიტენციური დაწესებულებასთან იმყოფებოდნენ.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. სასამართლოს პროცესებზე რომ ვნახულობდით, სულ გთხოვდა დახმარებას, რადგან მას არასათანადოდ ექცევიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი ნაცემია ან მოწამლული. ამაში დარწმუნებული ვართ, ამას ემატება ის ამბავი, რომ არ ხერხდება ჩემი შვილის ნახვა. ერთ-ერთ სხდომაზე სისხლი აღებინა პირიდან. ციხესთან იმიტომ ვართ, რომ ციხე დაბრეცილია იმდენი უსამართლო პატიმარი უზის საქართველოს. ვინც ნამდვილად მკვლელია, ბარიგაა და დასაჭერია,  გარეთ არიან. ამხელა სახელმწიფოს არ აქვს სამართალი. ვითხოვთ, სამართლიანობას და ვითხოვთ, ასევე, ჩემი შვილის ნახვას!“ _ თქვა აქციაზე პატიმარი თამაზ შარაძის დედამ, ქეთევან პატარიძემ.

აქციის მონაწილეებს პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ ინფორმაციის მიღებას სამუშაო საათების განმავლობაში შესძლებდნენ.

„დღის განმავლობაში მობრძანდით და მიიღებთ ინფორმაციას“, _ თქვა მან.

აქციის მონაწილეებმა პენიტენციური დაწესებულება ისე დატოვეს, რომ პატიმრის ნახვა ვერ შეძლეს.

თამაზ შარაძის ოჯახის წევრები ლაითურში ყოფნის დროს ელოდებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

„გურია ნიუსმა“ სახალხო დამცველის პრესსამსახურთან გაარკვია, თუ როდის შევლნენ ციხეში მათი წარმომადგენლები.

„სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არის და თამაზ შარაძეს  დღეს მოვინახულებთ“, _  გვითხრეს პრესსამსახურში.

თამაზ შარაძის ოჯახის წევრები და მისი ახლობლები დღეს ისევ მივლნენ დაბა ლაითურში და ისინი შეეცდებიან დეტალური ინფორმაციის გაგებას პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

The post რას ითხოვენ პატიმარ თამაზ შარაძის მშობლები _ აქცია ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებასთან appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური