“გურია ნიუსი” მსჯავრდებულ თამაზ შარაძის საქმესთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურს დაუკავშირდა.
“თამაზ შარაძე ლაითურის N1 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით. ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
შარაძე თავად აცხადებდა უარს სასამრთლო პროცესზე დასწრებაზე ასევე პროცესში დისტანციურად მონაწილეობის მიღებაზე, ხოლო შემდეგ მისი გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა მისი სასამართლო პროცესზე წარდგენა.
თამაზ შარაძე ექიმის მიერ შემოწმდა, როგორც დაწესებულებიდან გასვლისას, ისე დაწესებულებაში დაბრუნებისას, რაზეც შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.
შარაძე იმყოფება ვიდეომეთვალყურების საშუალებით აღჭურვილ საკანში.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაწესებულებაში შევიდნენ ნებისმიერ დროს, ნახონ უშუალოდ მსჯავრდებული და გაეცნონ მის შესახებ არსებულ დოკუმენტაციას.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მონახულებას, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულის დედას 12 მარტს განემარტა, რომ ღამის საათებში ხანმოკლე პაემნის განხორციელება არის შეუძლებელი და მეორე დღეს შეეძლო მსჯავრდებულთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა. ამ დრომდე მსჯავრდებულის დედას არ გამოუხატავს დაწესებულებაში შესვლის სურვილი და არ წარმოუდგენია ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი”, _ გვითხრეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
ამავე თემაზე: რას ითხოვენ პატიმარ თამაზ შარაძის მშობლები _ აქცია ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებასთან
“ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ჩემი შვილი” _ რა ხდება ლაითურის ციხესთან
The post რას ამბობენ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ თამაზ შარაძესთან დაკავშირებით appeared first on გურია ნიუსი.