შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში 1994 წელს დაბადებულ მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.