არის თუ არა მეწყრის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება სოფელ კურსებში — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 05:13

არის თუ არა მეწყრის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება სოფელ კურსებში? ამ კითხვას პასუხი უახლოეს მომავალში უნდა გაეცეს. მასზეა დამოკიდებული, თუ როდის შეძლებენ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებას ადგილობრივები. მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად, გუშინ, სოფელში მთლიანად განადგურდა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. საერთო ჯამში, სტიქიამ 58 ჰექტარი ფართობი მოიცვა – დანგრეული სახლების გარდა, ეზოებში დიდი ნაპრალებია, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. არავინ დაშავებულა. გეოლოგებთან ერთად, სოფელ კურსებში რჩებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია საგანგებო შტაბი. The post არის თუ არა მეწყრის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება სოფელ კურსებში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური