სააგენტო "პარალელი"
“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, მეგობრებო” – ვახტანგ (ვახო) გაგნიძე
ვახტანგ გაგნიძე, სოციალურ ქსელში, მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერას, მხარში დგომას სთხოვს:
“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, მეგობრებო.
საავადმყოფო მთხოვს თანხის გადახდას. დრო უკვე საკმაოდ გავიდა, მაგრამ საჭირო თანხა ჯერ ვერ შეგროვდა.
ადამიანი, ვინც მიშუამდგომლა და ძალიან დამეხმარა, ახლა თავად აღმოჩნდა პრობლემაში — სამსახურში სერიოზული პრობლემები შეექმნა და ფაქტობრივად მას უწევს ამ თანხის საკუთარ თავზე აღება.
საერთო ჯამში შესაგროვებელია 30 500 დოლარი.
ძალიან გთხოვთ, იქნებ ხვალ (13 მარტს) საღამომდე მაინც შევაგროვოთ 10 000 დოლარი, რომ ნაწილი გადავურიცხოთ საავადმყოფოს და ცოტა დრო მოვითხოვოთ დარჩენილი თანხის გადასახდელად.
გთხოვთ, ვისაც მიგიწვდებათ ეს პოსტი, მიაწვდინეთ ყველას — მეგობრებს, ინფლუენსერებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მსახიობებს… ყველას, ვისაც შეუძლია დახმარება ან გავრცელება.
ძალიან სასწრაფოდ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა“, – წერს ვახტანგ გაგნიძე სოციალურ ქსელში.
ანგარიშები:
#GE95BG0000000539397282 – საქართველოს ბანკი.
#GE03TB7149245063600043 – თიბისი
მიმღები, მეუღლე – თამარ ქურდაშვილი
Paypal : sofouridiaa@gmail.com
“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, მეგობრებო” – ვახტანგ (ვახო) გაგნიძე
პარალელი