“ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო”- ევროკომისიის სპიკერი — Cnoba
“ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს]ნავსადგურში გაჩერების უფლება არ მიეცემა”- ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, შავან მაკგერიმ ბრიფინგზე განაცხადა. “ნამდვილად, სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, განვიხილავდით ქართული ყულევის პორტის სიაში დამატებას [რუსეთის] “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებთან ინტერაქციებისა და შეშფოთების გამო, რომ შესაძლოა, ის რუსეთის ნავთობის რეექსპორტისთვის გამოიყენებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებს არღვევს. ასე რომ, ევროკავშირის სანქციების საკითხში წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს მთავრობისგან რიგი დაპირებები მიიღო, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი აქტივობები შეწყდება. და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში… The post “ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო”- ევროკომისიის სპიკერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.