სააგენტო "პარალელი"
“ერთადერთი ვიყავი ოპოზიციიდან, რომელსაც მერჩივნა კონკრეტული პასუხები მომეთხოვა ივანიშვილის მთავრობისგან – რას აპირებდა ირანზე თავდასხმის შემთხვევაში” – ანა დოლიძე
პარტია “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის მთავარი პროირიტეტი, რის თაობაზეც ხელისუფლებისგან ელოდებოდა პასუხს და აქტუალურად მიაჩნია დღეისთვისაც:
“ერთადერთი ვიყავი ოპოზიციიდან, რომელსაც მერჩივნა არაფრისმომცემი საუბრების მაგივრად კონკრეტული პასუხები მომეთხოვა ივანიშვილის მთავრობისგან – რას აპირებდა ირანზე თავდასხმის შემთხვევაში?
მთავრობას, რა თქმა უნდა, ურჩევნია ასეთ კითხვებს არ მიაქციოს ყურადღება და ათას სისულელეზე ასკინკილა იხტუნაოს ოპოზიციასთან ერთად.
რას ველით? რისთვის ვართ მზად? რას შვრებიან ჩვენი მოქალაქეები ირანსა და ისრაელში? გამოვიყვანეთ? მზად ვართ საზღვრებზე? ამაზე უნდა ყოფილიყო საუბარი ბოლო რამდენიმე კვირა და არა ათას სიცარიელეზე“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
“ერთადერთი ვიყავი ოპოზიციიდან, რომელსაც მერჩივნა კონკრეტული პასუხები მომეთხოვა ივანიშვილის მთავრობისგან – რას აპირებდა ირანზე თავდასხმის შემთხვევაში” – ანა დოლიძე
პარალელი