ცნობილია ყურძნის ჩაბარების ფასები: რამდენს გადაიხდის სახელმწიფო 1 კგ ყურძენში, თუ კერძო სექტორი არ დაინტერესდება — Cnoba

GuriaNews სიახლე 12 Mar 2026, 13:27

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი. „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა. 2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი […] The post ცნობილია ყურძნის ჩაბარების ფასები: რამდენს გადაიხდის სახელმწიფო 1 კგ ყურძენში, თუ კერძო სექტორი არ დაინტერესდება appeared first on გურია ნიუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი.

„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა.

2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს – 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე – 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს – 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან – 22%-მდე – 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი.

რაჭის რეგიონში, რთვლის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ყურძნის სუბსიდირებას: სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სანაცვლოდ,  მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, შეიქნება რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს”,_ აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

The post ცნობილია ყურძნის ჩაბარების ფასები: რამდენს გადაიხდის სახელმწიფო 1 კგ ყურძენში, თუ კერძო სექტორი არ დაინტერესდება appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური