14 მარტის ,,შაბათის მარში” ,,სინდისის პატიმრებს” მიეძღვნება — Cnoba

Alia სიახლე 12 Mar 2026, 13:35

14 მარტს, შაბათს, 19:00 საათზე დაგეგმილი შაბათის მარში სინდისის პატიმრებს და მათ ბრძოლას მიეძღვნება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მარშის მიზანია სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და მათი გათავისუფლების მოთხოვნა. მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციით მხარდაჭერას გამოუცხადებენ პატიმრობაში მყოფ სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს და კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მოთხოვნას – გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და გაგრძელდეს ბრძოლა […] The post 14 მარტის ,,შაბათის მარში” ,,სინდისის პატიმრებს” მიეძღვნება appeared first on .

14 მარტს, შაბათს, 19:00 საათზე დაგეგმილი შაბათის მარში სინდისის პატიმრებს და მათ ბრძოლას მიეძღვნება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მარშის მიზანია სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და მათი გათავისუფლების მოთხოვნა.

მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციით მხარდაჭერას გამოუცხადებენ პატიმრობაში მყოფ სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს და კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მოთხოვნას – გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და გაგრძელდეს ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

“14 მარტს, შაბათს, შემოგვიერთდით, რათა ერთად გავამხნევოთ და გავაძლიეროთ სინდისის პატიმრები. მათ მიმართ სოლიდარობის სახელით ჩვენი ერთად ხილვა, ჩვენი სიმრავლე უკანონო პატიმრობაში მყოფებისთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანია! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!” – ვკითხულობთ განცხადებაში(პროტესტი 24)

The post 14 მარტის ,,შაბათის მარში” ,,სინდისის პატიმრებს” მიეძღვნება appeared first on .


რელევანტური