შსს ოპერატიული დანიშნულების 400 ჰიბრიდულ ავტომობილს Toyota-სგან 22.6 მილიონ ლარად შეიძენს – ინფორმაციას BMG ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 400 ერთეული ოპერატიული დანიშნულების ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში “ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ” გაიმარჯვა.
კომპანიასთან 19 976 000 ლარის ღირებულების კონტრაქტის გაფორმება იგეგმება Toyota Corolla Hybrid-ის მარკის 400 ავტომობილის შესასყიდად. BMG-ის ინფორმაციით, ტენდერი 24 თებერვალს გამოცხადდა და მასში ერთი ავტომობილის შესყიდვის ფასად 50 210 ლარი იყო განსაზღვრული. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ – ჰიუნდაი ავტო საქართველომ და ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მიიღეს. ჰიუნდაი ავტო საქართველო მთავრობას 50 209 ლარად სთავაზობდა 400 ერთეული ჰიბრიდული ჰიუნდაი ელანტრა მოდელის მიწოდებას, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ წარდგენილი შეთავაზება კი მოიცავდა მოდელ Corolla Hybrid-ის მიწოდებას 49 940 ლარად.
“ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, არანაკლებ 100 (ასი) ერთეული ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით” – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
The post შსს 400 ჰიბრიდულ ავტომობილს 22,6 მილიონად შეიძენს appeared first on .