ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 12 Mar 2026, 11:56

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – ასე პასუხობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სახელისუფლებო მედიას. თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ დილიდან მას პოსტ ტვ, რ2, იმედი ურეკავს და კომენტარს თხოვს “გავრცელებულ ინფორმაციაზე” თითქოს ის თავმჯდომარის პოზიციიდან “გადაგაყენეს”. პოლიტიკოსის თქმით, ამ პროპაგანდის უკან, ქართული ოცნება” დგას. მას შემდეგ, რაც ნიკო სკოლაში და ლუკა & სანი ბაღში […] The post ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა appeared first on ODISHINEWS.

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – ასე პასუხობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სახელისუფლებო მედიას.

თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ დილიდან მას პოსტ ტვ, რ2, იმედი ურეკავს და კომენტარს თხოვს “გავრცელებულ ინფორმაციაზე” თითქოს ის თავმჯდომარის პოზიციიდან “გადაგაყენეს”.

პოლიტიკოსის თქმით, ამ პროპაგანდის უკან, ქართული ოცნება” დგას.

მას შემდეგ, რაც ნიკო სკოლაში და ლუკა & სანი ბაღში გავუშვი, ატყდა გაუთავებელი რეკვა – პოსტ ტვ, რ2, იმედი (მადლობა რუს პროპაგანდისტებს, რომ ბავშვებთან დილის რუტინა მადროვეს). კითხვა – “გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციიდან გადაგაყენეს”.

წარსულში, ამ პროპაგანდისტურ ბოდვას არ ვპასუხობდი, მაგრამ ახლა მინდა ორიოდ სიტყვით გამოვეხმაურო.

გასაგებია, რომ რუს-ქოცებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყელში ვეჩხირები. ცამეტი წელია ხან ტროლ-ბოტებს მიქსევენ ბინძური ტყუილებით, ხან ბავშვების უსაფრთხოებით მემუქრებიან, ხან ფიზიკურად თავს მესხმიან პაპუაშვილი და მისნაირი ველური მძორები. გარდა იმ საქმიანობისა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო გუნდი პარტნიორებთან რეჟიმის მხილების და სანქცირების ნაწილში ეწევა, ოპოზიციის ალიანსში ჩვენი ძალისხმევა რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, საერთო ბრძოლის სტრატეგიით დავუპირისპირდეთ რეჟიმს.

ტრუსკავეც მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი უნდა გავაწბილო: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხსმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ.
ვიბრძვით გამარჯვებამდე!

The post ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური