“ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 24 Feb 2026, 11:11

სააგენტო "პარალელი" “ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრიდან 4 წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს: “ოთხი წელი გავიდა ფართომაშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ოთხი წელი მიმდინარეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა. ამ ომში უამრავი ჩემი მეგობარი და ნაცნობი დაიღუპა. მათი უმეტესი ნაწილი უკრაინელი იყო. თუმცა ასევე იყვნენ, ჩემი ქართველი, უახლოესი მეგობრები და თანაბერძოლები. ამ ომის გამო უსაშველოდ გაგრძელდა ჩემი […] “ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრიდან 4 წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს:

ოთხი წელი გავიდა ფართომაშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ოთხი წელი მიმდინარეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა. ამ ომში უამრავი ჩემი მეგობარი და ნაცნობი დაიღუპა. მათი უმეტესი ნაწილი უკრაინელი იყო. თუმცა ასევე იყვნენ, ჩემი ქართველი, უახლოესი მეგობრები და თანაბერძოლები.

ამ ომის გამო უსაშველოდ გაგრძელდა ჩემი ტყვეობაც და ძალიან განვიცდი, რომ ვერ ვარ კიევში. რომ დავეხმარო ჩემს სათაყვანებელ უკრაინას, რომელიც ამასობაში ჩამოყალიბდა სუპერ ერად.

ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ჯერ კიდევ ცოტა უნდა გავუძლოთ და ყველაფერი აგრესიის კრახით და სამართლიანი მშვიდობის აღდგენით დასრულდება. უკრაინა უკვე ჩამოყალიბდა სუპერ ნაციად, რომელსაც ძალიან წარმატებული მომავალი აქვს წინ. ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური