მარნეულის საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული და საკანონმდებლო საკითხები განიხილეს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 12 Mar 2026, 11:24

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 2026 წლის 12 მარტს გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხი იყო წარმოდგენილი. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მარნეულის მუნიციპალიტეტში 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე საკრებულოს 2024 წლის...

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 2026 წლის 12 მარტს გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხი იყო წარმოდგენილი. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მარნეულის მუნიციპალიტეტში 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №17 დადგენილებაში მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ცვლილებების შეტანას.

სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.


რელევანტური