2026 წლის 31 ივლისს, 12:00 საათზე, გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის განცხადების განხილვა;
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანა;
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ“ 2025 წლის 24 დეკემბრის №62 განკარგულებაში ცვლილების შეტანა.
სხდომა გაიმართება 2026 წლის 31 ივლისს, 12:00 საათზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.