ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა — Cnoba

Alia სიახლე 21 Feb 2026, 13:24

“ქართლის ამბების” ინფორმაციით, კასპი – მეტეხის გზაზე მოძრაობისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის მიზეზი ორმოები გახდა. მძღოლის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ,,როცა ამხელა ორმოებია, სულ რომ ნელა მიდიოდე, მოტოციკლით მაინც დაიმტვრები” – წერს მოქალაქე. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყი ადმინისტრაციული წარმოება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ფიგურირებს. კასპი […] The post ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა appeared first on .

“ქართლის ამბების” ინფორმაციით, კასპი – მეტეხის გზაზე მოძრაობისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის მიზეზი ორმოები გახდა. მძღოლის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
,,როცა ამხელა ორმოებია, სულ რომ ნელა მიდიოდე, მოტოციკლით მაინც დაიმტვრები” – წერს მოქალაქე.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყი ადმინისტრაციული წარმოება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ფიგურირებს.

კასპი – მეტეხის გზის რეაბილიტაცია მრავალჯერ დაანონსდა. 2022 წლიდან ორი ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ. ,,იამები” კასპიცემენტის ქარხნის მანქანების მოძრაობის შედეგად გაჩნდა.

The post ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა appeared first on .


რელევანტური