ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტს „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება” გააცნო. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, სესხის დახურვის და პროექტის დასრულების ვადა გრძელდება.
სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება” წარადგინა. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ტენდერის ჩაშლამ და ტექნიკური დავალებების ნაწილის შეუსრულებლობამ პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივება განაპირობა. წარმოდგენილი წერილ-შეთანხმების თანახმად, პროექტის დასრულება 2025 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად 2028 წლის 31 მაისს იგეგმება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
The post კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმებების ვადის გაგრძელების საკითხები განიხილეს appeared first on გურია ნიუსი.