კულტურის სფეროში ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოება გარდაბანში — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 12 Mar 2026, 08:05

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კულტურის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები დააჯილდოვეს. დაჯილდოვდნენ: ნაზი მაღალდაძე (50 წლიანი სამუშაო გამოცდილება) ეთერი ფიდაშვილი (50 წლიანი სამუშაო გამოცდილება) გულნაზი ზედგინიძე (40 წლიანი სამუშაო გამოცდილება) ლიზა ბაბლუანი (30 წლიანი სამუშაო გამოცდილება) ქეთო ნიჟარაძე (30 წლიანი სამუშაო გამოცდილება) და გიული აფციაური (40 წლიანი...

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კულტურის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები დააჯილდოვეს.

დაჯილდოვდნენ: ნაზი მაღალდაძე (50 წლიანი სამუშაო გამოცდილება)

ეთერი ფიდაშვილი (50 წლიანი სამუშაო გამოცდილება)

გულნაზი ზედგინიძე (40 წლიანი სამუშაო გამოცდილება)

ლიზა ბაბლუანი (30 წლიანი სამუშაო გამოცდილება)

ქეთო ნიჟარაძე (30 წლიანი სამუშაო გამოცდილება) და

გიული აფციაური (40 წლიანი სამუშაო გამოცდილება).

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მზია კაჭარავა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა ბენდელიანი და საკრებულოს წევრი თამარ ხაჩიძე.

მათ ღვაწლმოსილ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცეს და სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და ყვავილები გადასცეს.


რელევანტური