სიახლე
გარდაბანში ავარიისას დაღუპული მე-8 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
მედიაცენტრი
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მე-8 ახალგაზრდა 22 წლის ხანოღლან ნასიბოვია. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს და წერს, რომ ბიჭი დღეს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაბანში 14 მაისს მომხდარი ავარიის შედეგად, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა. დგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ძმები, ალილ და საჰირ მასიმოვები; ასევე, 17 და 19 წლის შამილ და ქამილ ალიევები. ისინი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვია. როგორც ირკვევა, ბიჭი MMA-ის მებრძოლი იყო. The post გარდაბანში ავარიისას დაღუპული მე-8 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.