თავდასხმა ერაყის ბასრას პორტზე – ირანმა პასუხისმგებლობა აიღო — Cnoba

News.ge სიახლე 12 Mar 2026, 07:43

თავდასხმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად ნავთობის ორ უცხოურ ტანკერზე – დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სატვირთო გემებზე თავდასხმა ირანმა განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ტანკერი ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა. ფარჰან ალ-ფარტუსის განცხადებით, ერაყში […]

თავდასხმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად ნავთობის ორ უცხოურ ტანკერზე – დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ სატვირთო გემებზე თავდასხმა ირანმა განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ტანკერი ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.

ფარჰან ალ-ფარტუსის განცხადებით, ერაყში კომერციული პორტები ღია რჩება, თუმცა ნავთობტერმინალები დახურულია.


რელევანტური