ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა დაბომბვის პირველ დღეს ფეხი მოიტეხა – მედია — Cnoba
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, აშშ-ისა და ისრაელის მიერ დაწყებული დაბომბვის კამპანიის პირველ დღეს ფეხი მოიტეხა და სხვა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით ფეხის დაზიანებასთან ერთად ხამენეის მარცხენა თვალის ირგვლივ სისხლჩაქცევა და სახეზე მცირე ჭრილობებიც აქვს. ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც განცხადება გაუკეთებია მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ გამოცხადდა. ამ პერიოდში ირანის სახელმწიფო მედია და პროპაგანდისტული არხები ფართოდ იყენებენ არქივის კადრებსა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებებს, სადაც მოჯთაბა ხამენეია ნაჩვენები The post ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა დაბომბვის პირველ დღეს ფეხი მოიტეხა – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.