“ირანში აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”- ტრამპი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 11 Mar 2026, 16:14

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები. მისი თქმით, დარტყმებს მაშინ დაასრულებს როცა მოუნდება. კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი “მალე” დასრულდება, ვინაიდან, “თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”. “ცოტა ის, ცოტა ეს… როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, ეს დასრულდება,” – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მტრული განწყობა არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ზე, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ქვეყნებზეც ვრცელდება. “ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა,” – განაცხადა ტრამპმა. The post “ირანში აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური