“ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება” – ზაზა ბიბილაშვილი სანქცირებულ ტელევიზიებზე — Cnoba

პარალელი სიახლე 01 Mar 2026, 10:01

სააგენტო "პარალელი" “ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება” – ზაზა ბიბილაშვილი სანქცირებულ ტელევიზიებზე ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს: “გადაცემები რომც შეინარჩუნონ და ხელფასებიც რომ გადაიხადონ რაღაც პერიოდი იმ დაანონსებული შავი სალაროდან, მთავარს ვერაფერს მოუხერხებენ: ამ სანქციებმა დადასტურა ის, რასაც წლებია ვამბობთ – რომ ქართულენოვანი რუსული მედია ანუ რუსი პროპაგანდისტები არიან. ამის მერე, სულ რომ მილიარდები მიაყაროს რომელიმე “ანონიმურმა […] “ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება” – ზაზა ბიბილაშვილი სანქცირებულ ტელევიზიებზე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება” – ზაზა ბიბილაშვილი სანქცირებულ ტელევიზიებზე

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

გადაცემები რომც შეინარჩუნონ და ხელფასებიც რომ გადაიხადონ რაღაც პერიოდი იმ დაანონსებული შავი სალაროდან, მთავარს ვერაფერს მოუხერხებენ:

ამ სანქციებმა დადასტურა ის, რასაც წლებია ვამბობთ – რომ ქართულენოვანი რუსული მედია ანუ რუსი პროპაგანდისტები არიან. ამის მერე, სულ რომ მილიარდები მიაყაროს რომელიმე “ანონიმურმა მეცენატმა” ან ჩვენი სუვერენულ-დემოკრატიული რეჟიმის მიერ სახრით მირეკილმა “თავისუფალმა ბიზნესმა”, კაპიკი იქნება მათი სიტყვის ფასი.

როგორც ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე ნათქვამს არ აქვს ღირებულება, ისე აღარ ექნება ამათ ეთერებსაც, რადგან იმთავითვე სხვა საქმეს ემსახურებიან.

ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება, რასაც ვულოცავ კიდეც ყველა ქართველ პატრიოტს🙂❤“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

“ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება” – ზაზა ბიბილაშვილი სანქცირებულ ტელევიზიებზე
პარალელი


რელევანტური