BBC-ის ინფორმაციით, ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
სამშაბათს, IRIB Sports Network-თან ინტერვიუში აჰმად დონიამალიმ განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ ამ კორუმპირებულმა მთავრობამ ჩვენი ლიდერი მოკლა, არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაბამისი პირობები. ჩვენი ბიჭები უსაფრთხოდ არ არიან და მონაწილეობის პირობები არ არსებობს”.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა გუშინ ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაძლებლობაც ეჭვქვეშ დააყენა.
მეჰდი ტაჯმა განაცხადა: „ქალი ფეხბურთელებისთვის შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, თუ მსოფლიო ჩემპიონატის პერსპექტივა ასეთია, ვერც ერთი საღი აზრი ვერ დაეთანხმება გუნდის აშშ-ში გაგზავნას“.
The post ირანი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაზე უარს ამბობს appeared first on გურია ნიუსი.