რუსთავსა და გარდაბანში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 20 Feb 2026, 08:08

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავი-სა და გარდაბანი-ს მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების სამი ფაქტი გამოავლინეს. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი ქვიშა. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1800 ლარზე მეტი შეადგინა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. სოფლების — ნაზარლოსა და ახალი სამგორის მიმდებარედ კი...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავი-სა და გარდაბანი-ს მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების სამი ფაქტი გამოავლინეს.

რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი ქვიშა. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1800 ლარზე მეტი შეადგინა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

სოფლების — ნაზარლოსა და ახალი სამგორის მიმდებარედ კი სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 30 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში და 15 ტონა თიხა-თაბაშირი. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1000 ლარია.

უწყების განმარტებით, წიაღისეულის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარის კალაპოტის დეფორმაციას, ნაპირების ჩამონგრევას, ნიადაგის ეროზიას და ეკოსისტემების დაზიანებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ და ცხელ ხაზზე (153) მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე ოპერატიულად რეაგირებენ.


რელევანტური