თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 11 Mar 2026, 09:52

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, “მთავარი ამბები კახეთიდან” ავცელებს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც. გამოცემა გარდაცვლილის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა. მათივე თქმით, ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა. „-ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ […] The post თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა appeared first on ODISHINEWS.

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, “მთავარი ამბები კახეთიდან” ავცელებს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც.

გამოცემა გარდაცვლილის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა.

მათივე თქმით, ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა.

„-ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო,“- ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

The post თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური