თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა — Cnoba

Knews სიახლე 11 Mar 2026, 09:40

knews.ge თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც. გარდაცვლილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. The post თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა appeared first on knews.ge.

knews.ge
თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც.

გარდაცვლილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. მათივე თქმით, ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა.

„-ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო,“- ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

The post თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა appeared first on knews.ge.


რელევანტური