„ავტოპარკის გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი კანონპროექტი სურათს ვერ შეცვლის“ – ეკა ლალიაშვილი — Cnoba
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, ქვეყანაში სურათს დიდად ვერ შეცვლის, რადგან ამ კანონს მნიშვნელობა აქვს სწორ დროს და სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში. ამის შესახებ ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ავტოპარკი არის მოძველებული. დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტომობილი. ხუთ წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3%-ია ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ავტოპარკის გაახალგაზრდავება და გაახლება, თუმცა სწორი მომენტი და სწორი საკანონმდებლო პაკეტია შესამუშავებელი და გასააზრებელი. ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი სურათს დიდად… The post „ავტოპარკის გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი კანონპროექტი სურათს ვერ შეცვლის“ – ეკა ლალიაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.