ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება — Cnoba

News.ge სიახლე 11 Mar 2026, 08:13

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა – „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა – „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.

აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან.


რელევანტური