“EU-ში მოგზაურობისას მოგვიწევს ზედმეტი სტრესის ატანა, გამოძევებები იქნება” – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი — Cnoba

Knews სიახლე 11 Mar 2026, 08:11

knews.ge “EU-ში მოგზაურობისას მოგვიწევს ზედმეტი სტრესის ატანა, გამოძევებები იქნება” – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირის საზღვრებიდან საქართველოს მოქალაქეების მობრუნების რიცხვი გაიზრდება – ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა The post “EU-ში მოგზაურობისას მოგვიწევს ზედმეტი სტრესის ატანა, გამოძევებები იქნება” – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი appeared first on knews.ge.

knews.ge
“EU-ში მოგზაურობისას მოგვიწევს ზედმეტი სტრესის ატანა, გამოძევებები იქნება” – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირის საზღვრებიდან საქართველოს მოქალაქეების მობრუნების რიცხვი გაიზრდება – ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მიმდინარე წლის 6 მარტიდან ძალაში შესული ევროკომისიის ის გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმად, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ მიმართ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთისას კონტროლი გაძლიერდეს.

„მოგზაურებსაც მოგვიწევს დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა, დამატებითი საბუთების წარდგენა და ზედმეტი სტრესის ატანა. მართალია, მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ნარჩუნდება, მაგრამ შესაძლოა, მოგზაური მესაზღვრემ უკან გააბრუნოს.
ჩვენთვის დამატებითი ბარიერები გაჩნდება. ეს განპირობებულია იმითაც, რომ 2025 წლის 12 ოქტომბრიდან, ევროკავშირში ამოქმედდა შესვლა-გასვლის ელექტრონული სისტემა, ამიტომ პრაქტიკულად გამორიცხულია, 180-დღიან პერიოდში 90-დღიანი ყოფნის წესი ვინმემ დაარღვიოს.
ევროკავშირის მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები უფრო მკაცრად შემოწმდნენ. ალბათ გახსოვთ, ადრე ბევრ ქვეყანაში მხოლოდ პასპორტს გვიმოწმებდნენ, მაგრამ ასე ვეღარ იქნება. ამიერიდან აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი შემოწმდება: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, ფინანსური უზრუნველყოფა. მეტიც, თუ მესაზღვრეს ეჭვი გაუჩნდება, თუნდაც ადამიანის ჩაცმულობის გამო, რომ ის შეიძლება იყოს შრომითი მიგრანტი ან აპირებს არალეგალურად დარჩენას, გაჩნდება დამატებითი კითხვები მის ბარგზე თუ ვიზიტის მიზნებზე,“ — აცხადებს ალექსანდრე მიშველიძე.

The post “EU-ში მოგზაურობისას მოგვიწევს ზედმეტი სტრესის ატანა, გამოძევებები იქნება” – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი appeared first on knews.ge.


რელევანტური