ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო – აშშ-ის დაზვერვა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 11 Mar 2026, 05:32

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. აღნიშნული სრუტე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ენერგო დერეფანია, რომელზეც ნედლი ნავთობის საერთო მოცულობის დაახლოებით ერთი მეხუთედი მოდის. წყაროების ცნობით, ნაღმების დაგების პროცესი ჯერჯერობით ფართომასშტაბური არ არის და ბოლო დღეებში სულ რამდენიმე ათეული ერთეულია განთავსებული. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი კვლავ ინარჩუნებს თავისი მცირე ზომის კატარღებისა და ნაღმდამგები გემების 80-დან 90-მდე პროცენტს, რაც მის ძალებს საშუალებას აძლევს, აღნიშნულ საზღვაო გზაზე ასეულობით ნაღმი განათავსონ. The post ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო – აშშ-ის დაზვერვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური