“ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში სერიოზული შეცდომა იქნება”- ესპანეთის საგარეო მინისტრი — Cnoba
ესპანეთის საგარეო მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში სერიოზული შეცდომა იქნება. ალბარესმა დაგმო, როგორც ჰეზბოლას სარაკეტო დარტყმები, ასევე ისრაელის შეტევები. „ისრაელს მოვუწოდებთ, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. ჰეზბოლასგანაც მოვითხოვთ ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტას და ლიბანის მთავრობის განიარაღების გეგმის მიღებას“, – აღნიშნა ხოსე მანუელ ალბარესმა აშშ-ესპანეთის ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე ალბარესმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სავაჭრო მუქარების მიუხედავად, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. The post “ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში სერიოზული შეცდომა იქნება”- ესპანეთის საგარეო მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.