“რუსეთმა უარყო ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ ინფორმაცია”- უიტკოფი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 10 Mar 2026, 17:20

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს რუსეთმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ. „პრეზიდენტთან საუბრისას რუსებმა განაცხადეს, რომ მონაცემებს არ აზიარებენ. შეგვიძლია, დავუჯეროთ მათ სიტყვას. ვიმედოვნოთ, რომ მართლაც არ უზიარებენ“, – აღნიშნა უიტკოფმა. ამასთან, სტივ უიტკოფმა დასძინა: „დაზვერვის ოფიცერი არ ვარ და ამის თქმა არ შემიძლია“. ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს აწვდის. The post “რუსეთმა უარყო ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ ინფორმაცია”- უიტკოფი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური