“თურქეთი მზადაა, შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს”- ზელენსკი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 10 Mar 2026, 16:49

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, სამმხრივ ფორმატში უმასპინძლოს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივას და ვიმედოვნებთ, რომ ის შედეგებს გამოიღებს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, თურქეთის მზადყოფნისთვის, ითამაშოს როლი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დახმარების სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“, – აცხადებს ზელენსკი. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადადო. The post “თურქეთი მზადაა, შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური