აშშ-ს მოუწოდებენ რუსული ნავთობის ფასზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა ძალაში დატოვოს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 10 Mar 2026, 16:13

ევროკავშირი აშშ-ს მოუწოდებს, რუსული ნავთობის ფასზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა ძალაში დატოვოს. როგორც ევროკომიაში აცხადებენ, „ძალიან მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს დაცული „დიდი შვიდეულის“ საფასო შეზღუდვა და პოტენციურად მოხდეს საზღვაო გადაზიდვების სრულ შეზღუდვაზე გადასვლა, რათა შეიზღუდოს რუსეთის სამხედრო შემოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მარცხი“. „წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაამყარებს რუსეთის ომის წარმოების უნაᲠს, ძირს გამოუთხრის უკრაინას, უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ასევე იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც აშშ და ისრაელი ირანში ცდილობენ. როგორც ვიცით, რუსეთი ასევე მხარს უჭერს ირანის სამხედრო ძალისხმევას“, – განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკიმ. The post აშშ-ს მოუწოდებენ რუსული ნავთობის ფასზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა ძალაში დატოვოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური